Saturday, October 29, 2011

ისტ II დონის ტრენინგები ზესტაფონში - 2011წელი

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლაში დაიწყო მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების II დონის ტრენინგ-კურსი.

დიდი მადლობა რესურსცენტრს და სკოლის დირექციას ხელშეწყობისათვის.


ზესტაფონი


ზესტაფონი, ქალაქი დასავლეთ საქართველოში,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა

ისტორია

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთისრკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა1926 წელს.

XX საუკუნის 20-იან წლებში მცირე ხნის მანძილზე ქალაქი ატარებდა რევოლუციონერ ჯუღელის სახელს და შემდეგ დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება. ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულიაფეროშენადნობთა ქარხანასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 24 158 მცხოვრები[3].

გეოგრაფია

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე.თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით). ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა.

ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს "საყავრია" შეარქვეს.